ტუვალუს დომენური ამბავი

ჩვენ ვიცით არაერთი ისტორია, თუ როგორ გამდიდრდნენ ადამიანები კონკრეტული დომენური სახელის ყიდვით და შემდეგ მათი სარფიანად გაყიდვით, მაგრამ კუნძული ტუვალუს შემთხვევა ბევრად უფრო მასშტაბური და ამასთანვე უნიკალურია.

საქმე ისაა, რომ 1999 წლიდან კუნძული ტუვალუ ფლობს .tv დომენურ დაბოლოებას, რომელსაც უამრავი მსხვილი მედია კორპორაცია იყენებს, მთელი მსოფლიოს მასშტაბით. 

ყოველწლიურად კუნძულის შემოსავალი დაახლოებით 1 მლნ დოლარს შეადგენს ამ სერვისის გადასახადის სახით, რაც დაგვეთანხმებით ნამდვილად შთამბეჭდავია, იმის გათვალისწინებით რომ ქვეყნის ეკონომიკა ძირითადად მიწათმოქმედებაზე და თევზჭერაზეა დამოკიდებული.


კუნძული მდებარეობს წყნარ ოკეანეში, ჰავაისა და ავსტრალიას შორის. დიდი ხნის მანძილზე არსებობდა მოსაზრება, რომ ის ნელ-ნელა გაუჩნარდებოდა წყალქვეშ, თუმცა ახალმა კვლევებმა საპირისპირო შედეგები აჩვენა და როგორც აღმოჩნდა მისი ფართობი პირიქით, მეტად იზრდება. 


თუ ტუვალუს მაგალითით მოიხიბლეთ, domenebi.ge გაძლევთ საშუალებას გაყიდოთ თქვენს საკუთრებაში არსებული დომენი სასურველ ფასად, ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე. ამისთვის უბრალოდ უნდა გაიაროთ ავტორიზაცია https://domenebi.ge/-ზე, სასურველი დომენის დეტალებიდან აირჩიოთ გაყიდვა და მიუთითოთ ფასი.