რატომ Gsuite?

დაგვეთანხმებით, რომ ოფიციალური და საქმიანი მიმოწერის დროს პირადი ელ-ფოსტის გამოყენება მიზანშეწონილი და შთამბეჭდავი არ არის.

კოპორატიული ელ-ფოსტა ისეთივე საჭირო და მნიშვნელოვანია ბიზნესისთვის, როგორც ვებ-გვერდი, ეს მომხმარებლებში მეტ სანდოობას იწვევს და უფრო ეფექტურია მოლაპარკებების დროს. 

დღეს მოგიყვებით Google-ს უნიკალური პროდუქტის GSuit-ის შესახებ, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია  გქონდეთ ელ-ფოსტა Gmail-ზე თქვენი დომენით და მას რამდენიმე დომენი მიაბათ.

GSuite საშუალებას გაძლევთ ერთ სივრცეში გქონდეთ ყველაფერი, რაც სამუშაო პროცესში  გჭირდებათ თქვენ და თქვენს გუნდს, ესენია : 

  • Gmail – ელ-ფოსტა, რომლის მეშვეობითაც განახორიელებთ საქმიან მიმოწერას.
  • Google Calendar – რომელიც დაგეხმარებათ, განსაზღვროთ მნიშვნელოვანი თარიღები და შეადგინოთ თქვენთვის საჭირო ცხრილი,გრაფიკი თუ შეხვედრა გუნდთან ერთად.
  • Hangout – განკუთვნილია ვიდეო კონფერენციებისთვის და ბევრად უფრო საიმედოა ვიდრე Skype. Hangout ვიდეო ჩათში ერთდროულად 25 ადამიანის ჩართვაა შესაძლებელი. უზრუნველყოფს სწრაფ ინტეგრაციას კალენდართან, ეკრანის გამოსახულების გაზიარებას ვიდეო კომუნიკაციის დროს და ჭკვიან დაბლოკვის ფუნქციას. ამასთანავე, ნებისმიერი გაზიარებული live ვიდეო ავტომატურად ინახება Youtube-ზე.
  • Meet – Hangout-ის გაუმჯობესებული ვერსიაა, მაღალი რეზოლუციის ვიდეო გამოსახულებით, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია ერთ ვიდეო კონფერენციას დაესწროს 50დან 100 ადამიანამდე. 
  • Docs – დაახლოებით იგივეა, რაც Microsoft word-ი, Docs-ში მუშაობის პროცესი შეგიძლიათ გაუზიაროთ თქვენთვის სასურველ ადამიანებს, რომლებსაც შეეძლებათ დაარედაქტირონ ან ჩამოტვირთონ ფაილი.
  • Sheets – Excel-ის ვერსია, რომელიც მუშაობს მარტივად, მაგრამ ძალიან მძლავრად.  აქვს უამრავი შაბლონი თუ ფორმულა, რომელიც საშუალებას გაძლევთ იმუშავოთ ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან.
  • Forms – გამოიყენება ინფორმაციების შესაგროვებლად, გამოკითხვებისთვის, ელ-ფოსტის მისამართებისთვის და ა.შ.
  • Slides – Powerpoint-ის ვერსია, რომელიც დაგეხმარებათ გააკეთოთ შესანიშნავი პრეზენტაციები მარტივად. 
  • Sites – ნებისმიერ მომხმარებელს, ვისაც აქვს GSuite-ზე წვდომა, შეუძლია შექმნას მარტივი ვებ-გვერდები. 
  • Drive – სივრცე, ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილი ფორმატის მქონე ფაილების შესანახად, აღსანიშნავია ისიც, რომ სხვადასხვა ფორმატის მხარდაჭერის წყალობით თქვენ არ მოგიწევთ დამატებითი პროგრამების ჩაწერა ამა თუ იმ ფაილის გასახსნელად.
  • Cloud – ვირტუალური სივრცე, სადაც შესაძლებელია სასურველი დოკუმენტების განთავსება და მათზე წვდომა ნებისმიერი მოწყობილობიდან. Cloud ასევე უზრუნველყოფს ამ დოკუმენტების უსაფრთხოებას. 
  • Admin – შეგიძლიათ მართოთ ყველაფერი, დაამატოთ ახალი წევრი, შეცვალთ პაროლი, ამოიღოთ რეპორტები და შეამოწმოთ ანალიტიკა. ერთი სიტყვით ყველაფერი, რაც მართვის პროცესისთვის გჭირდებათ.  

მნიშვნელოვანი ბენეფიტია ისიც, რომ ამ  ყველაფრის მართვა, ძალიან მარტივად შეგიძლიათ როგორც კომპიუტერით, ისე ტელეფონით, თქვენ მხოლოდ ის აპლიკაცია უნდა გადმოწეროთ, რომელიც მობილურით სამართავად გჭირდებათ. 

GSuite ის ძლიერი ინსტრუმენტია, რომლის მეშვეობითაც თქვენი შესაძლებლობები შეგიძლიათ გაზარდოთ და შეამციროთ თქვენი სამუშაო დრო ნებისმიერი ადგილიდან, ნებისმიერ დროს.

საქართველოში GSuite უკვე მარტივადაა ხელმისაწვდომი, რადგან Domenebi.ge Google-ს ოფიციალური პარტნიორი გახდა და თანხის გადახდაც ლარშია შესაძლებელი. 

GSuite ის ძლიერი ინსტრუმენტია, რომლის მეშვეობითაც თქვენი შესაძლებლობები შეგიძლიათ გაზარდოთ და შეამციროთ თქვენი სამუშაო დრო ნებისმიერი ადგილიდან, Gsuite-ს გააქტიურება დამოუკიდებლად შეგიძლიათ მითითებულ ბმულზე, სწრაფად და მარტივად : https://domenebi.ge/domain/GSuite