როგორ შევქმნათ მცირე ონლაინ ბიზნესი

მსოფლიოს მასშტაბით უამრავ ადამიანს სურს ქონდეს მცირე ბიზნესი, რომლის დახმარებითაც შეძლებს დამატებითი შემოსავლის მიღებას.

საბედნიეროდ, ბინესის წამოსაწყებად აღარ არის საჭირო, ქაღალდების დასტაში ქექვა, მრავალგვერდიანი ბიზნეს გეგმის შედგენა და ამ გეგმის შესაძლო პარტნიორებისათვის წარდგენა.

ციფრულ სამყაროში მცირე ბიზნესი სულ რამდენიმე წუთში შეგვიძლია შევქმნათ.

აქვე აღვნიშნავ, რომ არ ვცდილობ ვარდისფერი სათვალეებით დაგანახოთ მცირე ბიზნესის წამოწყების პროცესი და არც იმის თქმა მსურს, რომ ონლაინ ბიზნესის გაშვების პირველივე დღეს მიიღებთ შემოსავალს.

ამ ბლოგში გავივლით იმ რამდენიმე საწყის ნაბიჯს რომელიც მცირე ონლაინ ბიზნესის წამოსაწყებად არის საჭირო.

1. იდეის წარმოშობა და ბაზრის კვლევა

იდეები მუდმივად ჩვენს ირგვლივაა, მთავარია მათი შემჩნევა და სწორად შეფასება. წარმატებული მცირე ბიზნესის წამოსაწყებად არ არის საჭირო ახალი Facebook-ის ან Amazon-ის გამოგონება. საკმარისია ვნახოთ ხალხის მცირე ჯგუფი, რომელთაც აქვთ გარკვეული სახის მოთხოვნილება და ამ მოთხოვნილებაზე არც თუ ისე მცირე რაოდენობით ინფორმაციის მოძიებაა შესაძლებელი.

კარგი მაგალითებია:

  • კულინარიული ბლოგი.
  • ხელნაკეთი ნივთების მაღაზია.
  • ონლაინ კურსები.

2. სახელის შერჩევა და დომენის რეგისტრაცია.

მას შემდეგ რაც იდეა წარმოიშვა, საჭიროა ბიზნესისთვის შევარჩიოთ მომხარებლისთვის მარტივად დასამახსოვრებელი დომენური სახელი. აღნიშნულ საკითხზე ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ ჩვენი ბლოგი: 7 ხერხი თუ როგორ შევქმნათ საუკეთესო ბიზნეს დომენი. მოკლე და მარტივად დასამახსოვრებელი სახელის შერჩევის შემდეგ მნიშვნელოვანია გადავამოწმოთ თავისუფალია თუ არა დომენი და შევიძინოთ იგი (დომენის დასარეგისტრირებლად ეწვიეთ ბმულს).

3. ბიზნეს ვებგვერდის შექმნა

დომენის რეგისტრაციის შემდეგ შეგვიძლია დავიწყოთ ვებგვერდის შექმნა. ამასთან დაკავშირებით საზოგადოების აზრი იყოფა ორ ნაწილად, ნაწილი თვლის, რომ ჯობს ვებგვერდი თავად შექმნა, ხოლო ნაწილი ვებ სტუდიოებსა და დეველოპერულ კომპანიებს ემხრობა.

რა თქმა უნდა ეს გადაწყვეტილება ბოლომდე თქვენზე დამოკიდებული თუმცა აღნიშნულ საკითხზე მეტი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ წაიკითხოთ ჩვენი ბლოგი: შევქმნათ თუ არა ვებ-გვერდი დამოუკიდებლად.

იმ შემთხვევაში თუ ვებგვერდის აწყობას თავად გადაწყვეტთ მნიშვნელოვანია იცოდეთ, საიტის ონლაინში განსათავსებლად საჭიროა ჰოსტინგის შეძენა. არსებობს უფასო ჰოსტინგებიც, თუმცა ჰოსტინგ პროვაიდერების უმეტესობა ხარისხიან ტექნიკურ მხარდაჭერას მხოლოდ ფასიან სერვისებში გთავაზობენ. (ჰოსტინგის პაკეტების სანახავად ეწვიეთ ბმულს).

თუ ვებგვერდის ასაწყობად ვერ იცლით, ან გირჩევნით აღნიშნული საქმე კომპეტენტურ პირებს მიანდოთ, ასეთ შემთხვევაში შემიძლია გითხრათ, რომ ვებ-სტუდიების უმრავლესობას მცირე ბიზნესისათვის აქვს პაკეტებად დაყოფილი შეთავაზებები, რომელთა უპირატესობა დაბალი ფასები და სწრაფი მომსახურებაა.

ეს ის მომენტია, როცა თქვენ მხოლოდ გვერდის დიზაინის შერჩევა გიწევთ. (ვებ-გვერდის პაკეტების სანახავად ეწვიეთ ბმულს).

4. კორპორატიული სტილი

საიტის შექმნის შემდეგ მნიშვნელოვანია, სახელის ბრენდად პოზიციონირება. აღნიშნულის მიღწევა რა თქმა უნდა შესაძლებელია სოციალური მედიის, იმეილ მარკეტინგისა და სხვადასხვა კამპანიების მეშვეობით. თუმცა მნიშვნელოვანია ბრენდის პოზიციონირება მომხმარებელთან კომუნიკაციისას.

ამ საკითხში გვეხმარება კორპორატიული მეილი. ბაზარზე არსებობს კორპორატიული მეილის შექმნის რამდენიმე საშუალება, თუმცა მათგან ყველაზე გავრცელებული Gsuite-ია. რომელიც საკუთარ თავში Google-ის უამრავ საჭირო სერვისს მოიცავს.

მეტი ინფორმაციისთვის Gsuite-ს შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ ჩევნი ბლოგი: ფაქტები რომლებიც უნდა იცოდე Gmail-ის შესახებ, ანუ რა არის Gsuite.

ეს არის ის საწყისი, ძირითადი ეტაპები, რომელიც მცირე ონლაინ ბიზნესის წამოწყებისთვისაა საჭირო. ამ ეტაპების მარტივად გავლაში კი domenebi.ge დაგეხმარებათ.