ბიზნესის განსავითარებლად ვებ-გვერდი მნიშვნელოვანი ფაქტორია, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია დომენიც. სწორად შერჩეული დომენი და კარგი ვებ-გვერდი ერთიანობაში კარგ სურათს ქმნის და შედეგებიც კარგი აქვს. Როცა ისეთ დომენს ვარეგისტრირებთ, რომელიც პირდაპირ კავშირშია ჩვენს ბრენდთან და ბიზნესთან, უმჯობესია დავარეგისტრიროთ არა მხოლოდ ერთი, არამედ რამდენიმე დომენი, რომელიც ძირითადისგან მცირედით განსხვავდება, მაგ :
color.ge – colors.ge – colour.ge – colours.ge
შედეგად :
- დაცული ხართ კონკურენტებისგან, რომლებმაც შესაძლოა თქვენი დომენის მსგავსი დომენი დაარეგისტრირონ და ამით თქვენი მომხმარებელი დააბნიონ ან იზრუნონ თქვენი რეპუტაციის შელახვაზე.
- თუ გამორჩეულ დომენურ სახელს ფლობთ, შესაძლებელია რომ ადამიანებმა ის მცირედი სხვაობით დაიმახსოვრონ და ინტერნეტ სივრცეში ასე მოგძებნონ. რამდენიმე დომენური სახელი კი ამ გამოწვევას მარტივად აგვარებს და მაინც თქვენს ვებ-გვერდზე ახდენს მომხმარებლების გადმომისამართებას.
- თუ თქვენს ბიზნესს ადრე სხვა სახელი ჰქონდა, მნიშვნელოვანია შეინარჩუნოთ ძველი სახელის მქონე დომენი, განსაკუთრებით რებრენდინგის დროს, ზუსტად ზემოთ მოყვანილი მიზეზის გამო. სანამ მომხმარებლები ახალ სახელს გაითავისებენ, ონლაინ სივრცეში ძველით მოგძებნიან.
- რამდენიმე დომენური სახელის ყიდვით, რომელიც თქვენს ბრენდთან პირდაპირ კავშირშია, თქვენი ონლაინ იდენტობა უფრო დაცულია..
გაითვალისწინეთ ისიც, რომ ხშირად ადამიანები ბრენდის ოფიციალურად სახელს შემოკლებით მოიხსენიებენ. მაგალითად კოკა-კოლას ოფიციალური სახელი კოკა-კოლაა, თუმცა ჩვენ ხშირად ვუწოდებთ კოლას, მთელ მსოფლიოში კი კოქსს,
ყველა ეს სახელი ერთ ბრენდს აერთიანებს და ყველას აქვს შესაბამისი დომენი, რომელსაც ჯამში კოკა-კოლას ოფიციალურ ვებ-გვერდზე გადავყავართ.
ამიტომ, არ გადადოთ, დაარეგისტრირეთ თქვენთვის მნიშვნელოვანი დომენები ახლავე, სწრაფად და მარტივად (https://domenebi.ge/)