2019 წლის ვებ დიზაინ ტრენდები

ვებ სამყაროში ვებ-დიზაინის თავისი დიდი განსაკუთრებული ადგილი უჭირავს, რომელიც ყოველთვის შედგება 3 ძირითადი კომპონენტისგან : 

  • რისკი; 
  • კრეატივი; 
  • ინოვაციები;

თუ ზემოთ ჩამოთვლილი იდეალურად ეხამება ერთმანეთს, შედეგი ძალიან  კარგია და თამამად შეგვიძლია ვთქვათ რომ კარგ ვებ.გვერდს ვფლობთ. 

წელს რამდენიმე ვებ.დიზაინ ტრენდი განსაკუთრებით პოპულარულია,რომელსაც გაგაცნობთ და რომელიც აუცილებლად გამოგადგებათ ვებ.გვერდის შექმნის პროცესში. 

აბსტრაქტული ილუსტრაციები

თეთრი ნაწილის შევსებისთვის იდეალური ვარიანტია აბსტრაქტული ილუსტრაცია, რომელსაც არ მიაქვს გვერდის მთავარი მესიჯი და ესთეტიურად გამოიყურება. გარდა ამისა კონკრეტულ ბრენდებს ხშირად ილუსტრაციები უფრო უხდება, ვიდრე რეალური ფოტოები. 

მოზრდილი ტექსტები

დიდი შრიფტი და ნათელი ფერები ხშირად გამოიყენება ყურადღების მისაქცევად და ხშირად იყენებენ სარესტორნო ქსელის წარმომადგენლები თავიანთ ვებ.გვერდზე. 

მომხმარებლების შეფასებების განთავსება გვერდზე

მარკეტერების აზრით, ეს ერთ-ერთი წარმატებული ტრენდია, რომელიც ქმნის სანდოობას და პროდუქტს უფრო გაყიდვადს ხდის. 

“ფუტერი” მთელ ეკრანზე 

“ფუტერი” ვებ.გვერდის ყველაზე მოსაწყენ ადგილად ითვლება და განკუთვნილია ძირითადად საკონტაქტო ინფორმაციისთვის, თუმცა 2019 წელს განსაკუთრებით ტრენდული გახდა მისთვის შედარბით დიდი ადგილის გამოყოფა ისეთი ინფორმაციის განთავსება, როგორიცაა სასაჩუქრე ბარათები, ფასდაკლების კუპონები, შეკვეთებზე თვალყურის დევნება და რაღა თქმა უნდა ყველა საკონტაქტო წყარო, სოციალური ქსელების ჩათვლით. 

თეთრი სივრცე ფონად

თეთრი სივრცე ფონად ძალიან ელეგანტურია და  ხშირად იყენებენ ტანსაცმლის და პრემიუმ ბრენდების ვებ-გვერდებისთვის, რადგან ამ ტრენდის გამოყენებით პროდუქტი ბევრად უფრო თვალსაჩინო და ელეგანტურია.

ვიდეო სრულ ფონად

ეს ტრენდი რამდენიმე წელია უცვლელად ინარჩუნებს პოპულარობას, ვიდეო სრულ ეკრანზე საკმაოდ ეფექტური ხერხია იმისთვის, რომ გაზარდოთ მომხმარებლების ჩართულობა და თვალსაჩინო გახადოთ ის პროდუქტი, რასაც ყიდით.

კარგი ვებ.გვერდის შექმნა, ლამაზი ვებ-დიზაინით, საკმაოდ შრომატევადი საქმეა და დიდ ცოდნას საჭიროებს. ჩვენი გუნდი კი ამ ამოცანას შესანიშნავად ართმევს თავს და  ყოველთვის მზად არის დაგიმზადოთ ისეთი პროდუქტი, რომელიც თქვენი კონკრეტული საქმიანობისთვის გჭირდებათ.