ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებული დომენები

LasVegas.com – $90 მლნ

LasVegas.com შეიძინა მსგავსი დომენური სახელის Vegas.com-ის მფლობელმა 2005 წელს, შეთანხმების საფუძველზე, რომლის მიხედვითაც მან თანხის გარკვეული ნაწილი 2040 წლამდე განვადებით უნდა იხადოს.

დღეს LasVegas.com  საკმაოდ საინტერესო პლატფორმაა და ქალაქში დასვენების მსურველებს ტურებს, დაბინავებას და გასართობი ღონისძიებებების ჩამონათვალს სთავაზობს  

CarInsurance.com – $49,7 მლნ

2010 წელს კომპანია Quinstreet-მა ამ დომენის საყიდლად  გამოყო 50 მლნ დოლარი გამოყო.

CarInsurance.com– ზე დაზღვევის მსურველებს შეუძლიათ იპოვონ და შეადარონ სხვადასხვა სადაზღვევო პოლისები და შეიძინონ ის, რაც სურთ პირდაპირ საიტის საშუალებით.

Voice.com – $30 მლნ

Voice.com 2019 წლის მაისში იყიდა კომპანია Block.one-მა თავისი სტარტაპ პროექტისთვის. პროექტი გულისხმობს ბაზარზე ახალი სოციალური ქსელის გამოჩენას, რომელიც სამომავლოდ შესაძლებელია ფეისბუქის მთავარ კონკურენტად იქცეს. 

ამ დომენის ყიდვა სტრატეგიულად სწორი ნაბიჯი იყო, რადგან “ხმა” საძიებო სისტემაში ერთ-ერთ ყველაზე ხშირად გამოყენებად სიტყვად ითვლება, რაც ახალი პროექტისთვის ნამდვილად კარგი ბენეფიტია.  

360.com – $17 მლნ

ეს დომენური სახელი შეიძინა ჩინურმა კომპანიამ Qihoo 360-მა ჯერ კიდევ 2015 წელს, მათი ბრენდის გაერთიანების “360” თემის გარშემო.

საიტი 360.com კომპანიისთვის ძალიან კარგი არჩევანია, რადგან ჩინეთში მოკლე დომენური სახელები და ციფრები ძალიან პოპულარულია და ჩინურ კულტურაში ციფრების სიმბოლიზმს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ. 

დღეს, საიტი გთავაზობთ ანტივირუსულ სერვისს Mac- სთვის.

Tesla.com – $11 მლნ

მიუხედავად იმისა, რომ ელონ მუშკს  შეეძლო Teslamotors.com გამოეყენებინა, მან ლოდინი არჩია და Tesla.com-ს ზუსტად 10 წელი ელოდებოდა, საბოლოოდ კი 11 მლნ დოლარი გადაიხადა. 

Shoes.com – $9 მლნ

Shoes.com 2017 წელს Walmart-მა, საცალო გაყიდვების ერთ-ერთმა უმსხვილესმა კორპორაციამ შეიძინა. ამ დომენის შეძენის მიზეზი გახლდათ ის, რომ  “ფეხსაცმელი” საძიება სისტემაში ერთ-ერთი აქტიურად გამოყენებადი სიტყვაა.

Porno.com – $8,8 მლნ

რიკ შვარცმა საკმაოდ დიდი კაპიტალდაბანდება განახორციელა, როცა porno.com 

42000 დოლარად იყიდა უცნობი სტუდენტი ბიჭისგან, შემდეგ კი 8,8 მლნ დოლარად გაყიდა. 


FB.com – $8,5 მლნ

Fb.com ამერიკის მეურნეობის ბიუროს ფედერაციამ დაარეგისტრირა, რომელიც არაკომერციულ საქმიანობას ეწეოდა. 2010 წელს კი მათ შემოითავაზება მიიღეს Facebook-ისგან ამ დომენის გაყიდვის შესახებ. საბოლოოდ დომენი დომენი 8.5 მლნ დოლარად გაიყიდა. FB.com facebook.com-ზე გადამისამართდა.

Z.com – $6,7 მლნ 

მხოლოდ 6 ერთი ასოსგან შემდგარი დომენი მხოლოდ ექვსია მსოფლიოში, ესენია : 

  • Q.com
  • X.com 
  • X.org
  • I.net
  • Q.net
  • Z.com 

ეს უკანასკნელი 800 მილიონ იენად გაიყიდა და შეიძინა GMO internet-მა, რომელიც ერთ-ერთი უმსხვილესი იაპონური ინტერნეტ პროვაიდერი და რეგისტრატორია. 

Israel.com – $5,8 მლნ

Israel.com 2008 წელს შეიძინა ანონიმურმა მყიდველმა აუქციონზე. 

დომენის წინა მფლობელმა განაცხადა, რომ 1994 წელს დომენი მხოლოდ იმიტომ დაარეგისტრირა, რომ არასწორი მიმართულება არ მიეცათ და ვერც კი წარმოიდგენდა სამომავლოდ ასეთ ინვესტიციას განახორციელებდა.

გამოყენებული წყარო : https://blog.youdot.io/en/the-25-most-expensive-domains-of-all-time/