ლოგო – მნიშვნელოვანი დეტალი თქვენს ბიზნესში

უდავოა რომ, საინტერესო სლოგანი და მიმზიდველი სახელი ბიზნეს კომპანიებს დასამახსოვრებელს ხდის, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია ლოგოც.

გავიხსენოთ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი ბრენდები, ისეთები როგორიცაა: Adidas, Google ან Apple. ამ კომპანიებმა შექმნეს ისეთი ლოგოები, რომლებიც პირდაპირ ასოცირდება მათ ბრენდთან და თან ძალიან დასამახსოვრებელია.

მოდი გავეცნოთ სამ ძირითად წესს, რომელიც უნდა გვახსოვდეს ლოგოს შექმნისას.

ფერი -ფერები ძაან დიდ გავლენას ახდენს აღქმაზე და აუცილებელია სწორად შევარჩიოთ ის.სხვადასხვა ფერი სხვადასხვა ემოციურ მუხტს აძლევს ადამიანებს, ყვითელი ბედნიერებასთან ასოცირდება, მწვანე სიჯანსაღესთან და სიმშვიდესთან, იასამნისფერი კი თავისუფლებასთან. სწორედ ამიტომ უნდა მოვარგოთ თემატურად ლოგოს ფერი ჩვენი ბიზნესის ტიპს.მაგალითად თუ თქვენ ხართ გადაღლილი და ეძებთ გამაჯანსაღებელ ცენტრს სპა პროცედურებით, არასოდეს აირჩევთ ისეთს, რომელიც ნეონურ, მკვეთრ ფერებშია გადაწყვეტილი.ჩაატარეთ მარტივი ტესტი :აირჩიეთ რამდენიმე სავარაუდო ფერი და ჰკითხეთ მეგობრებს და ოჯახის წევრებს ის ემოციები, რაც თითოეულის მიმართ უჩნდებათ. ეს დაგეხმარებათ გარკვეული ტიპის ფიდბექის მოგროვებაში და არჩევანსაც უფრო მარტივად გააკეთებთ.

ზომა -არანაკლებ მნიშვნელოვანი დეტალია ზომა. უნდა გაითვალისწინოთ, რომ თქვენი ლოგო განთავსდება როგორც გიგანტურ ბილბორდზე, ისე ვებ-გვერდზე, სოციალურ ქსელში და სავიზიტო ბარათებზე. ამიტომ არჩევანი უნდა გააკეთოთ ისეთ ზომაზე, რომელიც არ დააბრკოლებს სხვადასხვა ტიპის რეკლამაში მის განთავსებას.

ტიპოგრაფია ანუ შრიფტი -შრიფტი, ფერის მსგავსად ქმნის ასოციაციებს ადამიანების თვალში და ეს დეტალიც საჭიროებს ფიქრს. თვალი გადაავლეთ კონკურენტების შრიფტებსაც. ეცადეთ, არჩევანი გააკეთოთ მათგან განსხვავებული ფონტზე და არ ამოვარდეთ თემატიკიდანაც.ერთი სიტყვით კარგი ლოგოს შექმნა უფრო დიდ სირთულეს წარმოადგენს, ვიდრე მიმზიდველი დიზაინის.გამოიყენეთ ეს რჩევები, აი დაიშუროთ დრო, რესურსი და ეცადეთ რომ შექმნათ ისეთი ლოგო, რომლის შეცვლა აღარ მოგიწევთ, რაც დამატებითი დაკარგული ხარჯი და დროა

ბოლო დროის ტენდენციების გათვალისწინებით, დამკვიდრდა დომენური სახელის ლოგოდ გამოყენების ტრენდი. ამიტომ თუ შეარჩევთ საინტერესო და მიმზიდველ დომენურ სახელს, თავისუფლად შეგიძლიათ იგი თქვენს ლოგოდ აქციოთ და მხოლოდ ფერის მოფიქრებაღა დაგჭირდებათ.