შევქმნათ თუ არა ვებგვერდი დამოუკიდებლად?

ხშირად, როცა ვებგვერდის საჭიროება დგება, ვდგებით არჩევანის წინაშე :

დამოუკიდებლად შევქმნათ თუ მივანდოთ ეს საქმე პროფესიონალს?

ორივე ვარიანტი მისაღებია და შესაძლებელი.

თუმცა გააჩნია გარემოებებს. დღეს ვებსაიტის დამოუკიდებლად შექმნა ისეთ სირთულეს არ წარმოადგენს, როგორიც ვთქვათ 10 წლის წინ. უკვე გამზადებული მზა ვებ ძრავების ეპოქაში საკმარისია დომენი და ჰოსტინგი გქონდეთ, მაგრამ არის რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც გვეხმარება გადაწყვეტილების მიღებაში. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული თუ რამდენად ღირებულია ეს საიტი თქვენთვის. რაც უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს თქვენი საქმიანობისთვის ვებგვერდს, მით უფრო გამართული და სწორი უნდა იყოს თითოეული ფუნქციონალი. თუ ბლოგის წერას აპირებთ მუდმივად უნდა იზრუნოთ საიტის ვიზიტორების ზრდაზე, თუ ონლაინ შოპინგ მაღაზიის შექმნაზე ფიქრობთ, აუცილებელია საიტის სისწრაფე და ინტეგრაცია გადახდების სისტემასთან. საწყის ეტაპზე, თუ ფიქრობთ რომ ერთგვერდიანი მინი ვებსაიტი საკმარისია თქვენი საქმიანობისთვის, შეგიძლიათ სცადოთ დამოუკიდებლად. არსებობს სამი ძირითადი შემთხვევა როცა აუცილებლად უნდა მიმართოთ პროფესიონალებს :

  1. თუ გაქვთ მინი ვებსაიტი, მაგრამ ამჩნევთ რომ დამატებითი ფუნქციონალი გჭირდებათ.
  2. თუ არ გაქვთ გაცნობიერებული, რა კონკრეტული დანიშნულება უნდა ჰქონდეს საიტს.
  3. თუ უბრალოდ დროის დეფიციტი გაქვთ.

რა გჭირდებათ სრულყოფილი ვებგვერდისთვის :

  • დომენი
  • ჰოსტინგი
  • კორპორატიული ელ.ფოსტა
  • მინიმუმ 5 გვერდი, შესაბამისი კონტენტით
  • გამართული SEO (საძიებო სისტემის ოპიტიმიზაცია)
  • ანალიტიკა
  • კომპიუტერზე, პლანშეტზე და მობილურზე მორგებული დიზაინი
  • ინტეგრირებული სოციალური მედია

e/commerce-ის (ონლაინ მაღაზია) შემთხვევაში აუცილებელია შეკვეთების მართვის პანელი.გარდა ამისა მნიშვნელოვანი დეტალია კონტენტი და ინფორმაცია რომელიც უნდა განათავსოთ და საჭიროების შემთხვევაში მარტივად ცვალოთ. ბოლო და მთავარი დეტალია უსაფრთხოება. კიბერდანაშაული დღესდღეობით მსოფლიოში მეორე ადგილზეა დანაშაულებს შორის. აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია ვებგვერდზე ყველა იმ ოპერაციის განხორციელება, რაც უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. თუ ხვდებით, რომ ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილის გასამართად გამოცდილება არ გეყოფათ, გთავაზობთ ითანამშრომლოთ domenebi.ge-ს გუნდთან, რომელიც შეგიქმნით და გაგიმართავთ ვებგვერდს, საჭირო ფუნქციონალით და გაგიწევთ უფასო ტექნიკურ დამხმარებას.