რატომ უნდა გქონდეს ბიზნეს ელფოსტა საკუთარ დომენზე?

gmail-gsuite

კორპორატიული ელ.ფოსტა საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტორია ნებისმიერი ტიპის და მოცულობის ბიზნესისთვის.

ადამიანებს ხშირად უჩნდებათ განცდა, რომ ამ პლატფორმაში ფულის გადახდა ზედმეტი ხარჯია, რადგან ისედაც უამრავი უფასო პლატფორმა არსებობს, თუმცა ეს დაახლოებით იგივეა მიაჩეჩოთ ფოტოგრაფს ჩვეულებრივი სმარტფონი და მაღალი ხარისხის ფოტოების გადაღება მოსთხოვოთ.

მიტომ საჭიროა სიღრმისეულად განვიხილოთ კორპორატიული ელ.ფოსტის ძირითადი ბენეფიტები :

  1. კორპორატიული ელ.ფოსტა თქვენი დომენით რეგისტრირდება, თქვენი დომენი კი ხშირად თქვენი კომპანიის სახელწოდებაა. ეს კი ხაზს უსვამს, იმას რომ საკუთარი ბიზნესისადმი სერიოზული მიდგომა გაქვთ და ბრენდის სრულყოფილებაზე ზრუნავთ.
  2. პარტნიორებთან ან მომხმარებელთან საქმიანი კომუნიკაციის დროს, მნიშვნელოვანია ჩანდეს თქვენი პროფესიონალიზმი და საქმიანი იმიჯი. რა თქმა უნდა ასეთი შთაბეჭდილება უფრო მეტად მათ მიმართ იქმნება, ვინც მიმოწერის დროს კორპორატიულ ელ.ფოსტას იყენებს და არა ვთქვათ Giorgi1990@gmail.com-ს.
  3. კოპორატიული ელ.ფოსტის გააქტიურებას, მთელი რიგი დამატებითი ფუნქციონალი მოჰყვება ბენეფიტად, რაც მუშაობის პროცესს ბევრად უფრო მოქნილს ხდის, მაგ :

• ქლაუდი, გარკვეული მოცულობით, სადაც მნიშვნელოვანი დოკუმენტების შენახვას შეძლებთ.

• კალენდარი, შეხვედრის ჩასანიშნად.

• საოფისე პროგრამები, რომლის სამუშაო ვერსია შეგიძლიათ გაუზიაროთ სხვა თანამშრომლებს და გუნდურად იმუშავოთ.

• უსაფრთხოება – კორპორატიული ელ.ფოსტის მთავარი ბენეფიტი. თქვენი სამუშაო სივრცე, დოკუმენტები და მიმოწერა ასეთ პლატფორმებზე ყოველთვის უკეთ არის დაცული.

თუ უკვე დარწმუნდით, რომ თქვენს ბრენდს კორპორატიული ელ.ფოსტა სასწრაფოდ ესაჭიროება, გვინდა სიამოვნებით გაუწყოთ, რომ domenebi.ge Google-ს ოფიციალური პარტნიორია, რაც ნიშნავს იმას რომ შეგიძლიათ გაიქტიუროთ G suite, (Google-ს კორპორატიული საკომუნიკაციო აპლიკაციების ნაკრები) გადაიხადოთ თანხა ლარში და ჩაითვალოთ დღგ.

გააქტიურების პროცესი საკმაოდ მარტივია და ამისათვის იხელმძღვანელეთ ჩვენი სტატიით „როგორ გავიაქტიურო Gsuite”, თუმცა თუ მაინც გირჩევნიათ, რომ პირველ ჯერზე პროფესიონალებისგან მიიღოთ დახმარება, დაგვიკავშირდით ან მოგვწერეთ :

+995 322 197979
info@domenebi.ge