Sushiroom.ge – ჩვენი ერთ-ერთი წარმატებული პროექტი

ჩვენ უკვე არა ერთხელ ვახსენეთ ვებ-გვერდის საჭიროება და აუცილებლობა ბიზნესისთვის და ვორდპრესის დადებითი მახასიათებლები, მაგალითისთვის გვინდა მოგიყვეთ ჩვენ მიერ შექმნილი sushiroom.ge-ს შესახებ.

Sushiroom.ge შეიქმნა სპეციალურად სუშის რესტორნების ქსელისთვის, რომელსაც სჭირდებოდა e/commerce ვებგვერდი დამატებითი გაყიდვებისთვის. 

ამ ვებგვერდისთვის ჩვენ ავირჩიეთ ვორდპრესის პლატფორმა, რომელიც როგორც უკვე აღვნიშნეთ, არის სწრაფი, მოხერხებული და უსაფრთხო. 

Sushiroom.ge საკმაოდ წარმატებული პროექტი აღმოჩნდა და 2017 წელს პლატფორმა Tripadvisor-მა მომხმარებლების შეფასებებზე დაყრდნობით საუკეთესო კვების ობიექტად დაასახელა.

რესტორანი ამ ეტაპზე თავის მომხმარებელს  უმაღლესი ხარისხის პროდუქციას აწვდის. 

პროდუქტების რაოდენობა ჯამში აჭარბებს რამოდენიმე ასეულს და ასორტიმენტის ჩამონათვალი ასეთია :

  • სუში
  • საშიმი
  • დესერტი
  • სასმელი (ალკოჰოლური, უალკოჰოლო)
  • ცხელი კერძები
  • ლანჩ მენიუ 
  • სალათები

ვებ-გვერდზე გაკეთებულმა ნავიგაციამ მომხმარებელს საშუალება მისცა მარტივად იპოვონ სასურველი პროდუქტი, არჩიონ ფილიალი,  სასურველი გადახდის ფორმა (visa, cash, amex), ნახონ სამუშაო საათები და სასურველი ფილიალის ლოკაცია. 

მომხმარებლისთვის შესაძლებელია სასურველი შეკვეთის წაღება, სასურველ ადგილზე მიტანა, ღონისძიებებისთვის შეკვეთა პირდაპირ საიტიდან და მზარეულის დაქირავება.

სუშირუმის მენეჯმენტს შეუძლია დამოუკიდებლად მართოს შეკვეთები და აწარმოოს იმეილ მარკეტინგი, საიტზე ინტეგრირებული Mailchimp- მეშვეობით, ასევე აქვთ საკუთარი ბლოგიც.