როგორ გავიაქტიუროთ GSuite ანუ კორპორატიული ელ.ფოსტა

თუ დადგა ის მომენტი რომ გადაწყვიტოთ შეიძინოთ GSuite ანუ GMAIL-ის კორპორატიული ელ.ფოსტა და თქვენი საქმიანი მოლაპარაკებები კორპორატიული ელ.ფოსტით აწარმოოთ, ეს რა თქმა უნდა ძალიან მარტივი პროცესია, თუმცა ჩვენ მაინც გადავწყვიტეთ ყველაფერი დეტალურად ჩავშალოთ. საწყის ეტაპზე https://domenebi.ge/-ზე უნდა გაიაროთ ავტორიზაცია და გადახვიდეთ Gmail-ზე

შემდეგ ეტაპზე, უნდა მიუთითოთ სახელი და სასურველი დომენი შესაბამის გრაფებში.შემდეგ გამოვა ის გრაფები, რასაც მოინიშნავთ სურვილისამებრ. აღსანიშნავია ის ფაქტორიც, რომ ჰოსტინგისთვის არ გიწევთ ცალკე კომპანიის ძებნა, ასევე GSuite-ის გააქტიურება შეგიძლიათ სხვადასხვა დროით, თქვენი სურვილის მიხედვით.

გასაგრძელებლად უნდა დაეთანხმოთ ჩვენს წესებს და პირობებს.

შემდეგ შეავსებთ ყველა საჭირო მონაცემს, აირჩევთ გადახდის მეთოდს და ანგარიშსწორების შემდეგ, 1-2 სამუშაო დღეში დაგიკავშირდებათ ჩვენი ტექნიკური სერვისი აქტივაციისთვის.

ამ მარტივი და სწრაფი პროცედურების შემდეგ, უკვე შეძლებთ ისარგებლოთ კორპორატიული ელ.ფოსტით, მოლაპარაკებების ეფექტურად წარმოებისთვის და არ მოგიწევთ ისეთი რთული ეტაპის გავლა, როგორიცაა დომენის ვერიფიკაცია და რომელიც უნდა შეასრულოთ Gsuite-ს პირდაპირ ყიდვის დროს. შეგეძლებათ რამდენიმე იუზერის მართვა, ახალი თანამშრომლების დამატება, პაროლის შეცვლა სხვადასხვა ანგარიშებისთვის და სხვა ასობით ფუნქციონალი, რომელიც აუცილებლად დაგჭირდებათ და გამოიყენებთ.