როგორი უნდა იყოს კარგი ვებგვერდის კარგი კონტენტი

იმისთვის, რომ თქვენი ვებ-გვერდი მუდმივად ნახვადი და საინტერესო იყოს, აუცილებელია გქონდეთ კარგი კონტენტი, რისთვისაც არსებობს რამოდენიმე მარტივი ხერხი :

 აუცილებელია იცოდეთ ვინ არის თქვენი სამიზნე აუდიტორია და რა სურთ მათ. 

ვებ-გვერდის შექმნის მიზანია, გაზარდოთ თქვენი ცნობადობა და გაყიდვები, თუ სამიზნე აუდიტორია არ გეყოლებათ, გაგიჭირდებათ საკუთარი საქმის რეალიზება. ამიტომ აუცილებელია სწორად განსაზღვროთ ვის უნდა მიაწოდოთ თქვენი პროდუქტი. ამის პარალელურად აუცილებლად გადახედეთ თქვენ კონკურენტებს და შეისწავლეთ, როგორ პოზიციონირებენ ისინი ბაზარზე და ონლაინ სივრცეში. შეხედეთ მომხმარებლის თვალით და გამიჯნეთ რა მოგწონთ და რა არა. ეს დაგეხმარებათ საკუთარ საქმეში ხარვეზების აღმოფხვრაში დაგეხმარებათ.

ნათელი, მკაფიო შინაარსი.

ეცადეთ, რომ სამიზნე აუდიტორიას ელაპარაკოთ მარტივი, გასაგები ენით. თუ მათ თავს აატკივებთ და დაღლით, რა თქმა უნდა სასწრაფოდ დატოვებენ თქვენს ვებ-გვერდს და აღარასდროს შემოვლენ. ყურადღება მიაქციეთ მართლწერას და ლექსიკას. 

იმეგობრეთ მედიასთან. 

იმისთვის რომ, ვებ-გვერდი საინტერესო იყოს, მარტო ტექსტები არ კმარა. აუცილებელია ამ ტექსტების ფოტოებით, ფერებით და სხვადასხვა გრაფიკული რესურებით გამდიდრება. ეს დაგეხმარებათ სწორად მიაწოდოთ თქვენი ღირებულებები მომხმარებლებს.

ლაკონური და გასაგები CTA (call to action) 

CTA ის ღილაკია, რომლის მეშვეობითაც მომხმარებელს გაუადვილდება განახორციელოს ის ქმედება ვებ-გვერდზე, რაც თქვენ გსურთ (ყიდვა, ზარი)  ამიტომ ზუსტად განსაზღვრეთ რა აქტივობას ელით თქვენი ვიზიტორებისგან და თითოეულ შეთავაზებას კარგად შერჩეული CTA მოარგეთ.

SEO ოპტიმიზაციაიმისთვის, რომ ვებ-გვერდი უფრო ნახვადი იყოს, აუცილებელია SEO ოპტიმიზაცია.გააკეთეთ საკვანძო სიტყვების ჩამონათვალი და ხშირად გამოიყენეთ ტექსტებში. არსებობს უამრავი უფასო ინსტრუმენტი, რომელიც საკვანძო სიტყვების კვლევაში დაგეხმარებათ.


ამ ყველაფრის წაკითხვის შემდეგ ალბათ გაგიჩნდათ სურვილი გქონდეთ სრულად გამართული ვებ-გვერდი, თქვენი ახალი წამოწყებისთვის, domenebi.ge კი ამ სურვილს პასუხობს.

https://domenebi.ge/yourwebpage გადადით მითითებულ ბმულზე და აირჩიეთ სასურველი პაკეტი.