E/COMMERCE ვებგვერდის დადებითი მახასიათებლები

ალბათ ონლაინ არაერთხელ გიშოპინგიათ და გამოგიცდიათ თუ რამდენად მოსახერხებელია, როცა სახლიდან გაუსვლელად ყიდულობ სასურველ ქურთუკს ან ოფისიდან გაუსვლელად უკვეთავ ლანჩს.

სასურველი ოპერაციების ონლაინ განხორციელება უფრო და უფრო პოპულარული ხდება. ადამიანები ინტერნეტის მეშვეობით იხდიან გადასახადებს, ყიდულობენ ავიაბილეთებს, ჯავშნიან სასტუმროებს და შესაბამისად ონლაინ შოპერების რიცხვიც საკმაოდ შთამბეჭდავად გამოიყურება.

შესაბამისად, თუ რაიმე ბიზნეს იდეა გაქვთ, რაც უშუალოდ შოპინგთან არის კავშირში, კარგი აზრია დაიწყოთ ონლაინ გაყიდვებით.

ონლაინ შოპინგ მაღაზიის (e/commerce) მთავარი უპირატესობა ისაა, რომ დასაწყისისთვის დაგჭირდებათ ნაკლები კაპიტალი, არ მოგიწევთ შენობის ძებნა და არც ყოველთვიური გადასახადები დაგამძიმებთ. მომსახურე პერსონალიც ბევრად ნაკლები გეყოლებათ.

სანამ განვიხილავთ ონლაინ შოპინგ მაღაზიის შექმნის ეტაპებს, უნდა ჩამოაყალიბოთ ძირითადი ამოცანები :

  • ვინ არის თქვენი მომხმარებელი?
  • რა პროდუქტს და სერვისს სთავაზობთ მომხმარებელს.
  • რა გამოგარჩევთ კონკურენტებისგან?
  • ბრენდინგი (სახელი, ლოგო)

როცა ამ მთავარ ამოცანებს გადაჭრით, უკვე შეგეძლებათ იფიქროთ ვებგვერდის შექმნაზე, რისი მეშვეობითაც გაყიდით პროდუქტსა და სერვისს.

მნიშვნელოვანი ფაქტორია, სახელის მოფიქრების შემდგომ, მალევე იყიდოთ დომენი. შესაძლებელია სხვამ დაგასწროთ და ამ შემთხვევაში ახალი სახელის მოფიქრება მოგიწევთ. დომენი ხშირად ლოგოს შექმნასაც ამარტივებს, არაერთი წარმატებული კომპანია იყენებს ლოგოდ საკუთარ დომენს.

რაც შეეხება e/commerce ვებგვერდის შექმნის დეტალებს :

ალბათ გქონიათ შემთხვევა, როცა შესულხართ კონკრეტულ ვებგვერდზე საშოპინგოდ, მაგრამ საეჭვოდ მოგჩვენებიათ და მალევე გამოსულხართ.

ეჭვები შეიძლება ბევრი მიზეზის გამო გაგვიჩნდეს, იქნება ეს გრამატიკულად დაუხვეწავი ტექსტები თუ ცუდი დიზაინი, ან საკონტაქტო ინფორმაციის ნაკლებობა, არამიმზიდველი დიზაინი და უხარისხო ფოტოები. ერთი სიტყვით ბევრი მიზეზია, რომელიც მარტივად გვაიძულებს დავტოვოთ ვებგვერდი და აღარასდროს არ შევიდეთ.

გახსოვდეთ, რომ პირველი შთაბეჭდილება ძალიან მნიშვნელოვანია და იმისთვის, რომ მოიპოვოთ მომხმარებლის ნდობა, გასათვალისწინებელია რამდენიმე ფაქტორი :

უსაფრთხოება

ონლაინ შოპინგ გვერდები ხშირად ხდება თავდასხმის სამიზნე, ამიტომ SSL-ის მეშვეობით თქვენს ვებ.გვერდსა და მის ვიზიტორებს შორის უსაფრთხო კავშირი დამყარდება. ეს ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერი ოპერაცია, რომელსაც განახორციელებს ვიზიტორი, დაშიფრული და დაცული იქნება.

სწორად შერჩეული დიზაინი

დიზაინი მნიშვნელოვანი დეტალია, რადგან სწორედ ვიზუალი ანდომებთ ადამიანებს შემოვიდნენ თქვენს ვებ.გვერდზე და დაათვალიერონ. დიზაინის შერჩევისას უნდა გაითვალისწინოთ პროდუქტის სპეციფიურობაც.

შეგიძლიათ გადახედოთ 2019 წლის ვებ.დიზაინ ტრენდებს

პროდუქტის აღწერა და ფოტო

პროდუქტის ვიზუალი და აღწერა, ისეთივე მნიშვნელოვანია როგორც ვებგვერდის დიზაინი. ამ ორ დეტალზეა დამოკიდებული თუ რამდენად კარგად აღიქვამს თქვენს პროდუქტს პოტენციური მომხმარებელი.

გამართული ტექსტები

გრამატიკულად გაუმართავი ტექსტები არასერიოზულ იმიჯს ქმნის და ავტომატურად თაღლითური ვებ.გვერდის შთაბეჭდილებას დატოვებთ. ვიზუალური შეფასებიდან ვიზიტორები ტექსტებზე გადმოვლენ, აუცილებელია აქაც ყველაფერი წესრიგში იყოს.

საკონტაქტო ინფორმაცია

საიტის დათვალიერების შემდგომ ვიზიტორებს შესაძლებელია გაუჩნდეთ კითხვები, შესაბამისად საკონტაქტო ინფორმაციის არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია.

საკონტაქტო ინფორმაციაში სასურველია მითითებული იყოს ტელეფონის ნომერი, ელ.ფოსტა და სოციალური გვერდების ბმული.

უკეთესი იმიჯისთვის სასურველია თუ გაიაქტიურებთ კორპორატიულ ელ.ფოსტას.

მაშ ასე, მზად ხართ ონლაინ შოპინგ ვებ.გვერდის შექმნისთვის?Domenebi.ge გთავაზობთ ვებ.გვერდის პრემიუმ პაკეტს რომელიც მოიცავს :

  • ონლაინ გადახდების ინტეგრირების საშუალებას.
  • ვებ-გვერდის (სიახლეების, პროდუქტების) სამართავი პანელს.
  • შეკვეთების მართვის საშუალებას.
  • უფასო ტექნიკური მხარდაჭერას.

თვეში 99 ლარად.

ვებ.გვერდები რომლებსაც ვქმნით, სრულად აკმაყოფილებს იმ ნიუანსებს და დეტალებს, რომელიც საჭიროა გვერდის სრულყოფილად მუშაობისთვის.