7 ხერხი თუ როგორ შევქმნათ საუკეთესო ბიზნეს დომენი

თუ უკვე გაქვთ სახელი ბიზნესისთვის შერჩეული – გამოიყენეთ დომენისთვისაც.

მარტივი ხერხია, იმისთვის რომ თქვენი ვებ-გვერდი პირდაპირ ასოციაციას ქმნიდეს თქვენ ბრენდთან.

მოკლე და კონკრეტული.

გრძელი და რთული სახელების დამახსოვრება დაკავებული ადამიანებისთვის სიძნელეს წარმოადგენს, ამიტომ უნდა ეცადოთ მარტივი, მოკლე,  თუმცა დასამახსოვრებელი სახელი მოიფიქროთ. 

თავი აარიდეთ ციფრების და დეფისის გამოყენებას.

ისევე როგორც გრძელი სახელები, ციფრები და დეფისიც არანაკლებ რთულად დასამახსოვრებელია ადამიანებისთვის. თუ რომელიმე ციფრი სიმბოლურად არ ასოცირდება თქვენს ბრენდთან, უმჯობესია მის გამოყენებას მოერიდოთ. 

ეცადეთ სახელი აღწერდეს თქვენ საქმიანობას.

ვიზიტორებისთვის გამოცანად არ უნდა იქცეს ის, თუ რას იპოვიან ისინი თქვენ      ვებ-გვერდზე. ეცადეთ იყოთ კრეატიულები და შექმნათ საჭირო მოლოდინები. 

მოერიდეთ ჟარგონის გამოყენებას.

თუ გრძელვადიანი ბიზნესისთვის აპირებთ დომენური სახელის ყიდვას, ეცადეთ რომ ეს არ იყოს ჟარგონი ან სლენგი, რადგან დროთა განმავლობაში ისინი იცვლება და ერთდროს ტრენდული სლენგი, შეიძლება მომავალში ძველმოდური (ან გოიმური) გახდეს. 

გაითვალისწინეთ სოციალური მედია.

შესყიდვამდე გადაამოწმეთ არის თუ არა თქვენ მიერ შერჩეული სახელი, სხვადასხვა სოც-მედია პლატფორმაზე თავისუფალი, რათა ონლაინ სივრცეში ყველგან ერთი სახელით ფიგურირებდეთ. 

იზრუნეთ, რომ მარტივად მოგძებნონ.

თუ ინგლისურ ან რომელიმე უცხოენოვან სიტყვას აარჩევთ, აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება Spelling-ს, ანუ ეცადეთ აირჩიოთ ისეთი სიტყვა, რომელიც ისე გამოითქმის, როგორც იწერება.

ბოლო მნიშვნელოვანი ფაქტორია დრო. შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ თქვენი არჩეული დომენი ვიღაცამ სულ რაღაც 1 წუთის წინ დაარეგისტრირა,თქვენ კი გული დაგწყდებათ და მოგიწევთ ახალი მოიფიქროთ,  ამიტომ არ გადადოთ და დაგვიკავშირდით.