მინი ვებგვერდის ბენეფიტები

მაშ ასე, რა არის მინი ვებგვერდი?

მინი ვებ.გვერდი, რომელსაც მეორენაირად მინისაიტს უწოდებენ, ვებგვერდის ერთ-ერთი სახეობაა, რომელსაც მცირე მასშტაბები აქვს. 

ტიპიური მინისაიტი ერთი გვერდისგან, მაქსიმუმ 3 გვერდისგან შედგება. აქცენტი კეთდება ერთ მთავარ პროდუქტზე, განთავსებულია კომპანიის შესახებ ძირითადი ინფორმაცია და კარგი საშუალებაა ვიზუალური პრეზენტაციისთვის. 

ვის ვთავაზობთ მინისაიტებს? 

ბიზნესის დაწყება საკმაოდ რთული პროცესია და უამრავ ნიუანსს ითვალისწინებს, ასეთ დროს კომპანიები ხშირად მეორე პლანზე აყენებენ ვებგვერდის შექმნას, რადგან კარგი ვებ.გვერდი საკმაოდ მასშტაბურ რესურსებს მოითხოვს. თუმცა ვებგვერდის შექმნის დიდი ხნით გადადება უარყოფითად აისახება კომპანიის იმიჯზე, რადგან ხშირად მომხმარებელი უნდობლობით ეკიდება ისეთ კომპანიას, რომლის შესახებაც ინტერნეტში ინფორმაციას ვერ ნახულობს. 

ასეთ დროს მინი ვებსაიტი იდეალური ალტერნატივაა, რომელსაც არ სჭირდება დიდი ფულადი ინვესტიცია, არ მოითხოვს ბევრ დროს და იმ მთავარ გამოწვევებს პასუხობს, რაც საქმიანობის დასაწყისში ჩნდება ონლაინ კუთხით.
მინისაიტი ზედგამოჭრილია სტარტაპერებისთვის და მცირე ბიზნესისთვის. როგორც ციფრული, ისე ფიზიკური პროდუქტის გაყიდვების წასახალისებლად. აუცილებელია გვახსოვდეს, რომ ამით ბრენდის შექმნის პროცესი იწყება. 

ჩვენ ნებისმიერი სირთულის და ფუნქციონალის ვებგვერდებს ვქმნით, რაც ყოველთვის დადებითად აისახება კომპანიების იმიჯზე, გაყიდვებზე და ცნობადობაზე,  თუმცა გვაქვს მინისაიტ პაკეტი, რომლის შექმნა თავადაც შეგიძლიათ, დამოუკიდებლად, სწრაფად და მარტივად https://domenebi.ge/yourwebpage მითითებულ ბმულზე, თვეში სულ რაღაც 10 ლარად. 

ჩვენი შექმნილი სხვადასხვა ფუნქციონალის მქონე ვებგვერდები კი https://blog.domenebi.ge/category/our-projects/ ბმულზე შეგიძლიათ იხილოთ.