თანამედროვე სამყაროში ინტერნეტის გარეშე არსებობა უკვე წარმოუდგენელია და უახლესი მაჩვენებლებით მსოფლიოში 331.9 მლნ დომენია რეგისტრირებული, თუმცა ეს რაოდენობა ყოველდღე იზრდება. ამ ეტაპზე ყველაზე პოპულარულ დაბოლოებად .com ითვლება.
მოდი გავეცნოთ დომენების შესახებ საინტერესო ფაქტებს :
მსოფლიოში პირველი დომენი იყო symbolics.com და 1985 წელს დარეგისტრირდა კომპიუტერული ფირმა Symbolics Computer Corporation-ის მიერ, კომპანიის განვითარების მიზნით.
დომენის სხვადასხვა გაფართოებას განსხვავებული წესები აქვს, თუმცა ძირითადი შეზღუდვაა ის რომ, დომენური სახელი არ აღემატებოდეს 63 სიმბოლოს. ერთ-ერთი ყველაზე გრძელი დომენია : http://www.llanfairpwllgwyngyllgogerychwyrndrobwyll-llantysiliogogogoch.com/ – რომელიც უელსის ერთ კონკრეტულ სოფელს ეკუთვნოდა.
.su გაფართოების მქონე დომენის ყიდვა ჯერ კიდევ შესაძლებელია. ეს გაფართოება საბჭოთა კავშირს ეკუთვნოდა. მართალია საბჭოთა კავშირი რუკაზე აღარ არსებობს, თუმცა .su რუსეთის ფედერაციაში ჯერ კიდევ მოთხოვნადია.
Youtube.com-ს დაბადების დღე ვალენტინობის დღესაა. Youtube.com 2005 წლის 14 თებერვალს დაარეგისტრირა Universal Tube & Rollform Equipment-მა. კომპანიის დომენი Utube.com დიდი დიდი ტრაფიკის გამო გადატვირთული იყო და მისი სერვერები დაიშალა.
უცნაურია მაგრამ .com დაბოლოების მქონე ყოველი დომენური სახელი, რომელიც იწყება A-ზე დაკავებულია.
ყველაზე ხშირად დომენური სახელები 11 სიმბოლოსგან შედგება. ასევე ხშირად იწყება ასო S-ზე, რადგან ინგლისური სიტყვების უმეტესობა იწყება S-ით.
Google.com-ის დამფუძნებლებს ლარი ფეიჯს და შონ ანდერსონს თავდაპირველად გადაწყვეტილი ჰქონდათ კომპანიისთვის Googol.com დაერქმიათ, თუმცა აღმოჩნდა რომ ეს სახელი უკვე დაკავებული იყო და მათ არჩევანი Google-ზე შეაჩერეს.
ბიჭმა, სახელად მაიკ მენმა ერთ დღეში 15000 დომენი დაარეგისტრირა, კითხვაზე თუ რაში სჭირდებოდა ამდენი დომენი, მან უპასუხა, რომ უნდოდა სამყაროს მფლობელი გამხდარიყო.
მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ დომენად Cars.com ითვლება და ის 872 მლნ არის შეფასებული.
1995 წლამდე დომენური სახელების დარეგისტრირება უფასო იყო.